04 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
მესამე სექტორი იმ მუხლებზე საუბრობს, რასაც მხარი არ დაუჭირა

კონსტიტუციის ახალ პროექტს მხარი 43-მა დაუჭირა, რვამ კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ კენჭისყრის დროს ხმა წინააღმდეგ მისცა და განმარტა, რომ მათ მიერ წარდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა არ იყო გათვალისწინებული.

„არ იყო გათვალისწინებული სახალხო დამცველის გასაძლიერებლად წარდგენილი რეკომენდაცია ფინანსური დამოუკიდებლობის კუთხით, რომ გარკვეული გარანტიები ყოფილიყო,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

საია-ის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის, განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისას ოპოზიცურმა პარტიებმა ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, დღეს ოპოზიციასთან ერთად შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების შეცვლა.

ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელისთვის, ლაშა ტუღუშისთვის, საპარლამენტო არჩევის სისტემის ცვლილება ნომერ პირველი პრობლემა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წესით არჩეული პრეზიდენტი იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ ქვეყანა საკონსტიტუციო მონარქიაზე გადავა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, აღნიშნავს, რომ ცვლილებების 80 პროცენტი ექსპერტების და არასამთავრობო თუ ოპოზიცური პარტიების შემოთავაზებებს ეფუძნება. 

დღის ამბები