04 მაისი 2024,   07:51
ვრცლად
იცვლება საარჩევნო სისტემა მმართველი გუნდის სუბიექტური ინტერესების საზიანოდ - ირაკლი კობახიძე

ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის საბოლოო პროექტში არავის მოსაზრება და ინიციატივა არ გაიზიარა. პოლიტიკური პარტიების ბოიკოტის შემდეგ, დღეს მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ინიციატივების პროექტში შესატანად იბრძოდნენ კომისიაში დარჩენილი არასამთავრობოები, მაგრამ უშედეგოდ. მათ მიერ წარდგენილი ყველა ინიციატივა დაიბლოკა. კენჭისყრა კი დამთავრდა შედეგით 43 მომხრე და 8 წინააღმდეგი.

მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს ახალი კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ქვეყანა ავტოკრატიულ მმართველობას აირიდებს.

„ჩვენ გავალთ რეგიონებში და საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. დღემდე საზოგადოებას მიეწოდებოდა მხოლოდ და მხოლოდ, სამწუხაროდ, არსებითად დამახინჯებული ინფორმაცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შედის კონსტიტუციაში. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოება სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში. პირველად ხდება საქართველოს კონსტიტუციაში ის, რომ იცვლება საარჩევნო სისტემა, მმართველი გუნდის სუბიექტური ინტერესების საზიანოდ,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები