04 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
ეს არის ივანიშვილზე და მის ოჯახზე მორგებული კონსტიტუცია, რომელიც ამ ოჯახის მოსამსახურეების ინტერესებს ასახავს - ზაზა ბიბილაშვილი

„ეს კონსტიტუცია, რომელიც დღეს საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა, არ არის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუცია, ეს არის ივანიშვილის და მის ოჯახზე მორგებული კონსტიტუცია, ეს არის ერთი ოჯახის კონსტიტუცია, რომელიც ამ ოჯახის მოსამსახურეების ინტერესებს ასახავს,“ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის სურვილებს ასახავს და ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

ზაზა ბიბილაშვილმა ბლოკების თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის ცხოვრებას რთულდება.  

ნაციონალური მოძრაობის წევრმა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და მისთვის უფლებების შეზღუდვა გააკრიტიკა. პარლამენტის არჩევის წესსზე ისაუბრა.

„ის, წესი, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი, ნიშნავს, რომ ლეგალურად, კანონიერად მოიპარავს ხმების 1/3-ს,“ - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობაზეც გააკეთა კომენტარი.

„ივანიშვილი ამ ქალაქს მეორედ კლავს 90-იანების წლების მერე, ვინაიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში მოაქვს,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა. 

დღის ამბები