03 მაისი 2024,   23:19
ვრცლად
ხალხის ინტერესი არ შეიძლება, იყოს პრეზიდენტის პირდაპირი ან ირიბი წესით არჩევა - გიორგი კახიანი

„ხალხის ინტერესი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტის პირდაპირი ან ირიბი წესით არჩევა, ხალხის ინტერესია ისეთი კონსტიტუციური სისტემის შექმნა, რომელიც ქვეყანას განავითარებს და საზოგადოებაზე აისახება და არა ის პოპულიზმი, რომელსაც ოპონენტები გვთავაზობენ, ხალხის სახელით მანიპულირებენ, ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ, ხალხს სიმართლეს ვეტყვით,“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ქართული ოცნების წევრის თქმით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ასახავს. გიორგი კახიანისთვის ოპოზიციის ბრალდებები მიუღებელია. მისი აზრით, საკონსტიტუციო კომისია ქმედითი იყო.

„რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის წარმომდგენლებმა, როგორც არ უნდა შეეცადონ, რომ კომისიის საქმიანობას ჩრდილი მიაყენონო, ეს მათ არ გამოუვათ, საკონსტიტუციო კომისია უპრეცენდენტოდ წარმატებული, ქმედითი იყო. პირველი შემთხვევაა, როცა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ვიწრო სუბიექტური ინტერსებიდან გამომდინარე კი არ მიიღო გადაწყვეტილებები, არამედ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლის თქმით, კონსტიტუციაში არის თავები და, ზოგადად ცვლილებების უმეტესი ნაწილი არის მხარდაჭერილი და მხოლოდ რამდენიმე პუნქტია, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები