04 მაისი 2024,   03:04
ვრცლად
ცხარე კამათი "შაბათის კურიერში" - კამათი კონსტიტუციის ახალი მოდელის განხილვას მოჰყვა

ევროპული საქართველოს, ენმ-ის და ქართული ოცნების წევრებს შორის კამათი შაბათის კურიერში კონსტიტუციის ახალი ვარიანტის განხილვას მოჰყვა.

პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციურო პარტიების წარმომადგენლებმა გიორგი კახიანს პასუხის გაცემა მოსთხოვეს, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა პასუხს თავი აარიდა.

„ამ საკონსტიტუციო კომისიისთვის მთავარია ივანიშვილის დაკვეთის შესრულება,“ - აცხადებს ენმ-ის წევრი, ზაზა ბიბილაშვილი.

მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ხალხს სურს, პრეზიდენტი თავად აირჩიოს.

ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, აღნიშნა, რომ პლებისციტის ჩატარება ხალხის ნების გამოხატულება იქნება.

მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა, ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცური ძალები ხალხის სახელით მანიპულირებენ. მან განაცხადა, რომ საზოგადოებას ქვეყნის განვითარება უნდა. 

გიორგი კახიანმა ასევე ისაუბრა გადაუნაწილებელ მანდატებზე და აღნიშნა, რომ ყველა პარტია არჩევნებში მიღებული პროცენტების პიდაპირპროპორციულად მიიღებს მანდატებს.

გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისია მათ ვარიანტს მოიწონებს, თუმცა აღნიშნა, რომ შენიშნვების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები