04 მაისი 2024,   04:45
ვრცლად
საზოგადოებრივი ზეწოლის ყველა კანონიერი მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ იქნებ, საერთოდ არ დავაღუპინოთ საქმე - შალვა შავგულიძე

"საზოგადოებრივი ზეწოლის ყველა კანონიერი მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ იქნებ, საერთოდ არ დავაღუპინოთ საქმე," - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე განაცხადა. მან საკონსტიტუციო კომისიის დატოვების მიზეზი განმარტა.

შალვა შავგულიძე პლებისციტის იდეის ირგვლივ გაერთიანებას არ გამორიცხავს.

„უმთავრესი ხსნა არის საზოგადოებაში, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საზოგადოებამდე მაქსიმალურად ეფექტურად მივიტანოთ, რა ხიფათებს შეიცავს კონსტიტუცია, რომლის მიღებასაც აპირებენ,“ - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძის აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლები პოზიციასთან დებატებს არაკეთილსინდისიერად აწარმოებენ. მისი თქმით, ქართული ოცნება არასამართლიან საარჩევნო სისტემას ტოვებს ძალაში. მან ბლოკების აკრძალვაც გააკრიტიკა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები