01 მაისი 2024,   05:08
ვრცლად
რეფერენდუმი თურქეთში - დაძაბული ვითარება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო გამოხმაურებები

51 პროცენტი მომხრე, 49 კი წინააღმდეგი - თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად იქცევა, უქმდება პრემიერის პოსტი და მთავრობის ხელმძღვანელი პრეზიდენტი ხდება, დაარსდება ვიცე-პრეზიდენტის ერთი ან რამდენიმე თანამდებობა, მხოლოდ პრეზიდენტს ექნება პარლამენტის დათხოვნისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება, პარლამენტართა რიცხვი 550-დან 600-მდე გაიზრდება და ბევრი კიდევ სხვა სიახლე, რომელიც 2019 წლიდან დაიწყება. რეფერენდუმი საქართველოშიც ჩატარდა, თუმცა სხვაობა გაცილებით დიდი იყო.

სწორედ რეფერენდუმის შედეგების გამო, რევოლუციური სიმღერები თურქეთის დიდ ქალაქებში დღე და ღამე ისმის. რამდენიმე დღეში საარჩევნო კომისია რეფერენდუმს შემდგარად, საკონსტიტუციო ცვლილებებს კი გადაწყვეტილად გამოაცხადებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ.

რეფერენდუმის პროცედურა დაიწუნა ეუთო-მ, თუმცა მისი ანგარიშის მოსმენას რეფერენდუმის შესახებ არ აპირებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი. 

დღის ამბები