ბათუმში დაახლოებით ერთი თვის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეთა დაკავებები გრძელდება. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე და აქციის მონაწილე ირაკლი ჩხირკვია დააკავეს.
ისინი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
საქმე ეხება 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც აქცია მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. დაწვეს პოლიციის მანქანები.
მერაბ ღოღობერიძე საპატრულ პოლიციამ გუშინ ჯერ ღვედის არქონის გამო დასაჯარიმებლად გააჩერა, მოგვიანებით კი პოლიციაზე დაუმორჩილებლობისთვის დააკავა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში, მოგვიანებით კი პოლიციის მთავარ სამმმართველოში გადაიყვანეს.
გამოძიებასთან პრეტენზიები აქვს ღოღობერიძის ადვოკატს.