03 მაისი 2024,   03:17
ვრცლად
"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა" - ლევან იზორია NDI-ს კვლევას აფასებს 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტის მიერ საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კვლევას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

“საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის საფრთხეები, რაც არსებობს დღეს მსოფლიოში ტერორიზმთან დაკავშირებით თუ სხვა საფრთხეებთან დაკავშირებით. ამის საფუძველს მაძლევს ასევე ის მზარდი პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოს აქვს ტურიზმის ნაკადთან დაკავშირებით და წელს ჩვენ გაცილებით მეტ ტურისტს ველოდებით,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

რესპოდენტების მხოლოდ 11% თვლის, რომ ეროვნული უსფართხოების მხრივ საქართველო დაცულია. 41%-ის აზრით, ქვეყანის უსაფრთხოება ნაწილობრივაა დაცული, 21%-ის აზრით, საქართველო ნაწილობრივ დაუცვლეია, კიდევ 22%-ს მიაჩნია, რომ ეროვნული უსაფრთხოების მხრივ ქვეყანა სრულიად დაუცველია.

NDI-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა. გამოკითხვა სრულად ორშაბათს გამოქვეყნდება. ამ დროს ცნობილი გახდება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიმართ

   

დღის ამბები