04 მაისი 2024,   21:07
ვრცლად
"უფასო სასადილოების კორუფციული სქემა" - "ახალმა საქართველომ" პროკურატურას განცხადებით მიმართა

ახალი საქართვლოს წევრები მთავარ პროკურატურას მიმართავენ და უფასო სასადილოების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უწყებაში წერილი შეიტანა.

მისი განცხადებით, სასადილოებში დამონტაჟებულ კამერებში არსებული ჩანაწერების შესწავლა უნდა მოხდეს.

„დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება ამ კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით. მეორე, დაუყოვნებლივ ამოიღონ ჟურნალები, რომლებიც არის სასადილოებში და ჩაუტარდეს გაყალბებულ ხელმოწერებს ექსპერტიზა. მესამე, ყველა უფასო სასადილოში ხელშეკრულების საფუძველზე უნდა არსებობდეს ვიდეო კამერები და დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ვიდეოკადრების ამოღებას და დაფიქსირებას, რამდენი ადამიანი დადის და რამდენი საჭმელი მზადდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვითხოვთ, რომ შეიქმნას ცალკე საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები