04 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
"ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვით არის გაკეთებული" - ნარმანია ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემაზე

თბილისის მერი დავით ნარმანია, აუდიტის დასკვნას ეხმაურება, სადაც წინასწარი ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მიწის ნაკვეთების დარღვევებით გადაცემაზეა საუბარი.

ნარმანია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მიწის გადაცემა კანონმდებლობისა და პროცედურების სრული დაცვით მოხდა. 

თუმცა თბილისის მერი ასევე აცხადებს, რომ ის ელოდება აუდიტის დასკვნას, რადგან უცნობია, რა წერია ზუსტად დოკუმენტში. 

"როგორც კი აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება და ჩვენ ვნახავთ, რასაკვირველია ამ დასკვნის შემდეგ შევძლებთ გავაკეთოთ დეტალური კომენტარი. ჩვენ ველოდებით დასკვნას, ვინაიდან არ ვიცით რა წერია დასკვნაში და რაზეა საუბარი. წინასწარ კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვით არის გაკეთებული, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი," -განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები