06 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს 19 მაისს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. საუბარია პარასკევს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილის გადაწყვეტილებაზე, დაცვის მხარის დარბაზიდან გაძევების შესახებ.

ადვოკატების მტკიცებით, სხდომა მათ დეკანოზის თხოვნის შემდეგ დატოვეს, რომელიც დარბაზიდან ასევე პროტესტის ნიშნად გავიდა. მოგვიანებით კი მოსამართლემ, მათი გაძევების ოქმი შეადგინა და დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

დაცვის მხარე მამა გიორგი მამალაძეს ციხეში დღესვე მოინახულებს. ადვოკატებს აინტერესებთ, რას ეფუძნება საპატრაირქოს იურისტის ბრალდება, რომ დეკანოზს ესპანეთში კომპანია ჰქონდა, რომლითაც 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია იგეგმებოდა.

 

"ქარჩავა კიდევ ერთხელ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ 50 მილიონი ევროს გადმორიცხვას აპირებდა უკრაინის მოქალაქე, მამა გიორგი მამალაძის მიერ ესპანეთში რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის მეშვეობით საქართველოში.

 

"ეს დოკუმენტაცია მე არ გამაჩნია, არსებობს ერთერთ სასულიერო პირთან, თუ ის პირი ინებებს, გადაეცემა რა თქმა უნდა, დაინტერესებულ ორგანოებს," - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.  

 

დღის ამბები