04 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
ოკუპირებულ ოტობაიაში სოფლის ე.წ. გამგებლის საძინებელ ოთახს ხელყუმბარა ესროლეს

წუხელ ოკუპირებულ ოტობაიაში სოფლის ე.წ. გამგებლის ვიტალი საროკინის საძინებელ ოთახს ხელყუმბარა ესროლეს. სოროკინი მსუბუქად დაშავდა, ის სახლში გადის მკურნალობას.

გავრცელებული ინფორმაციით, სოროკინი ერთერთ დაჯგუფებას დაუპირისპირდა, კონტრაბანდული წილის გამო.

ადგილობრივების თქმით, ამ აფეთქებას წინ უძღოდა ე.წ. ქურდული გარჩევები. 

გალის ადმინისტრაციის განცხადებით, მათთვის ცნობილია დანაშაულის ჩამდენის ვინაობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე ჩატარდა ექსპერტიზა.

დღის ამბები