27 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობის და პლურალიზმის გარანტიის შექმნა - პრემიერმინისტრი

მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობის და პლურალიზმის გარანტიის შექმნა - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და სასამართლო სისტემაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლება უზრუნველყოფილია. 

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდა. 

"მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობის და პლურალიზმის გარანტიის შექმნა. ახლახან მიღებული კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლობის საბჭოს შემადგენლობის დემოკრატიულობას და სატელევიზიო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას. პარლამენტმა დაამტკიცა სავალდებულო მასთქერი-მასტოფერ პრინციპები, ანუ მოთხოვნა, რომ საკაბელო ქსელებსა და სატელიტური მაუწყებლობის მიმწოდებლებმა ჩართონ თავიანთ მაუწყებლობაში ყველა ის სატელევიზიო არხი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას მოიცავს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები