27 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
უმრავლესობაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაპირისპირება მწვავდება 

საარჩევნო სისტემის გამო უმრავლესობაში არსებულ უთანხმოებას, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ადასტურებს და პროპორციულზე გადასვლის აუცილებლობას რამდენიმე არგუმენტით ხსნის. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს მოქმედ სისტემაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების საფრთხეს ხედავს.

უმრავლესობის წევრების ნაწილისთვის ირაკლი კობახიძის არგუმენტები, ავტორიტარულ რეჟიმის შექმნის საფრთხესთან დაკავშირებით, მიუღებელია.

ნუკრი ქანთარია გადაუნაწილებელი მანდატების არასამართლიან პრინციპზეც მიანიშნებს და პარლამენტის თავმჯდომარის სუსტ არგუმენტებზე საუბრობს. ქართული ოცნების ნაწილი კი მაჟორიტარული სისტემის დატოვების აუცილებლობაზე საუბრობს.

ქართული ოცნების იმ ნაწილს, რომელიც მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უჭერს, თანაგუნდელებთან კონსულტაციების იმედი აქვს.

საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას არაფორმალურ მმართველობას უკავშირებს. ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოშიც მიიჩნევენ, რომ მაჟორიტარული სისტემის ცვლილება ყოფილი პრემიერის სურვილის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. 

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, სადავო საკითხი გადაუნაწილებელი მანდატებია. უმრავლესობის ინიციატივით, გადაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიაქვს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არასამართლიანად მიიჩნევენ. 

დღის ამბები