23 დეკემბერი 2024,   02:01
ვრცლად
ორი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - ათამდე ოჯახი კვლავ სტიქიური საფრთხის წინაშე რჩება

13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. წყნეთის ხევში ამ დროისთვის დაახლოებით ათამდე ოჯახი ცხოვრობს. 

მთელი რიგი დასახლებები, რომლებიც 2 წლის წინ სტიქიური უბედურების ეპიცენტრი იყო, კვლავაც საფრთხის წინაშეა. კონკრეტულად კი სვანიძის ქუჩა, რომელიც წყალდიდობამ დატბორა, სოფელი ახალდაბა, რომლის სიახლოვესაც ჩამოწვა მეწყერი და წყნეთის ხევი. 

სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ორი წილის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ და დღეს არსებულ საფრთხეებზეც ამახვილებენ ყურადღებას. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე ვერესთან გამყოფი ჯებირი ამ დრომდე არ არსებობს, რადგან მცირე ზომის ჯებირი ადიდებულმა მდინარემ მოგლიჯა. არსებული ვითარება მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მათი თქმით, მდინარის ადიდებამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე ადგილობრივები ნებისმიერ დროს მიიყვანოს.

სტიქიიდან ორი წლის შემდეგაც მდინარესთან დაახლოებით 50 მეტრში კვლავ რჩება საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გასახლებას ბევრი ბიუროკრატიული პროცედურა უშლი ხელს.

მათივე თქმით, ადგილი საცხოვრებლად უვარგისი და საფრთხის შემცველია, რადგან მცირე წვიმის დროსაც კი სახლები იტბორება.

2015 წლის 13 ივნისს მოსულმა სტიქიამ ვერეს ხეობაში 24 ადამიანი იმსხვერპლა, წყალდიდობამ და წყნეთის მიდამოებში მოწყვეტილმა მეწყერმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, საგზაო ინფრასტრუქტურა.

ამავე თემაზე
დღის ამბები