18 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
არ დაივიწყო 13 ივნისი! - სოლიდარობის აქცია მზიურში

არ დაივიწყო 13 ივნისი - ამ დევიზით დღის ბოლოს მზიურის ამფითეატრში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები შეიკრიბდნენ.

სოლიდარობის აქციაზე მისულებმა დაანთეს სანთლები და ცაში ანთებული ფარნები გაუშვეს. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელის მეშვეობით მოხდა.

მზიურში იმყოფებოდა ვიცე პრემიერი კახი კალაძეც. 

„მიჭირს სიტყვებით გადმოცემა და გახსენება იმ ყველაფრის, რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინააღმდეგ, თუმცა მზიურში მოხალისეების ჩართულობამ ფაქტობრივად დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ნათელი,“ - განაცხადა ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები