12 აგვისტო 2026,   12:51
ვრცლად
"სოფელ განთიადიდან გამოყვანილია ხანდაზმული ქალბატონი, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება. ამ წუთებშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები" - ლევან სანიკიძე

იმერეთში დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გზების გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ელექტრო ხაზებსა და გაზსადენებზე აღდგენითი სამუშაოები. 40-მდე სოფელი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, ამ შემთხვევაში საუბარია მაღალმთიან სოფლებზე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ სადაც მიუვალია და გაუკვალავია ჯერ გზები, იქ მოსახლეობას დაურიგდება პირველადი საჭიროების ნივთები. 

"დიდთოვლობის შედეგად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადიდან გამოყვანილია ხანდაზმული ქალბატონი, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება. ამ წუთშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რაშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო დანაყოფები, ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები. სადაც მიუვალია და გაუკვალავია ჯერ გზები, იქ მოსახლეობას დაურიგდება პირველადი საჭიროების ნივთები," - ამბობს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე.

 

დღის ამბები