პარიზში პოლიციის მანქანაზე შეჯახების შემდეგ ერთი პირი დააკავეს. ელისეს მინდვრებზე პოლიციის ქვედანყოფების მოზილიზაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, პოლიციის მანქანას ავტმობილი შეეჯახა, რომელსაც ცეცხლი მოედო.
საინფორმაციო სააგენტო, ABC NEWS-ის, ცნობით, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოფიციალური პირების განცხადებით, მანქანაში, რომელიც პოლიციას შეეჯახა, ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო.
ინცინდენტის შემდეგ, ახლოს მდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ოპერაციის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
JUST IN: Driver arrested after colliding with police car on the Champs Elysées; no one was injured in incident, French National Police say. pic.twitter.com/wLp9mpLE0Y
— ABC News (@ABC) June 19, 2017