01 მაისი 2024,   04:47
ვრცლად
"არავისთან ვაპირებ უკრაინის მოქალაქის მოქალაქეობის საკითხის განხილვას" - პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს

მოითხოვს თუ არა ოფიციალური თბილისი მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას? ეს საკითხი შესაძლოა მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდეს დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით პეტრო პოროშენკო "კურიერის" შეკითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ ის არ აპირებს უკრაინის მოქალაქის მოქალაქეობის საკითხის განხილვას.

“არავისთან ვაპირებ უკრაინის მოქალაქის მოქალაქეობის საკითხის განხილვას - ეს ერთი. მეორე, არ ვემხრობი იდეას შევაფასო თუ რას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი ჩემს ქვეყანაში, რადგან ის პირადად მე მოვიწვიე დამხმარებოდა ოდესის ოლქში რეფორმების გატარებაში,” - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

დღის ამბები