02 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
„კახი კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს" - გიორგი კვირიკაშვილი

„კახი კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, „შუახევი ჰესის“ გახსნის შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრთან დაკავშირებით გააკეთა. პრემიერმა კახი კალაძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ, თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"შუახევი ჰესის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით კახი კალაძეც გამოვიდა.

„როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში. ეს მართლაც ასე მოხდა. ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში. მე დღეს მეამაყება ის, რომ ვიმყოფებით აჭარაში, სადაც გავხსენით ერთ-ერთი ძლიერი, მსხვილი, მასშტაბური პროექტი,“ - განაცხადა კახი კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები