30 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
ნავთობმზიდის ავარია პაკისტანში - დაღუპულია 120-ზე მეტი ადამიანი

აკისტანში ნავთობმზიდის ავარიის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტრაგედია ქალაქ ბაჰა-ვალპურში მოხდა. ტანკერი, რომელსაც რამდენიმე ტონა საწვავი გადაჰქონდა, გზაზე გადაბრუნდა და აალდა. პოლიციის განცხადებით, გადაბრუნებულ მანქანასთან ადგილობრივი მოსახლეობა საწვავის შესაგროვებლად შეიკრიბა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 123 ადამიანი, 70 დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. გამოძიების ვერსიით ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

დღის ამბები