რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარლამენტს წრეს შემოარტყამენ და "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტიდან თავისუფლად გამოსვლის საშუალებას არ მისცემენ.
დემონსტრანტების განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული კითხვები დეპუტატების მიმართ და პასუხებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეების ნაწილი ახლა ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე იმყოფება, სადაც, ასევე, მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სპეცრაზმი. ისმის შეძახილები.
ამასთანავე, რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. "არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ" - ორ კვირაზე მეტია თბილისის ცენტრში ამ ლოზუნგებით ახალგაზრდები, აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერები გამოდიან.
გარდა ამისა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. შესაბამისად, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ამ წუთებში ტოვებენ.