04 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
ISIS-ის მხარდამჭერი განცხადებები - ოჰაიოს შტატის სამთავრობო საიტები ჰაკერების სამიზნე გახდა

ოჰაიოს შტატის სამთავრობო საიტები ჰაკერების სამიზნე გახდა. კიბერთავდამსხმელებმა შტატის გუბერნატორისა და რამდენიმე უწყების ვებ გვერდი გატეხეს და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი განცხადებები გამოაქვეყნეს.

გზავნილებში ნათქვამი იყო, რომ მუსლიმურ ქვეყნებში დაღვრილი სისხლის თითოეულ წვეთზე დონალდ ტრამპს პასუხისგება მოუწევს. გზავნილები არაბულ სიმბოლიკას მოიცავდა, წარწერა კი, ISIS-ის დროშის ფერების მიხედვით, შავ-თეთრი ასოებით იყო გაკეთებული.

კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს "ტიმ სისტემ დი-ზედს" უწოდებს.

დღის ამბები