02 მაისი 2024,   16:02
ვრცლად
მოდი ერთხელ და მკითხე, რომ არ გიცნობ, გამეცანი - აჭარაში მაჟორიტარების საქმიანობას აფასებენ

„მაჟორიტარს არც ვიცნობ, არ მინახავს და არც ვიცი, რას აკეთებს,“ – ასე აფასებენ აჭარაში მაჟორიტარების საქმიანობას.

აჭარის მოსახლეობა მაჟორიტარების საქმიანობით უკმაყოფილოა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაჟორიტარების უმრავლესობას არ იცნობს და მათ არ შეხვედრიან.

ბათუმის და ქობულეთის მოსახლეობის ნაწილს პრობლემების მოგვარების იმედი აქვთ. მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ არჩევნების პერიოდში ბევრი დაპირება მიიღეს, თუმცა, გაკეთებული არ უნახავთ. 

დღის ამბები