02 მაისი 2024,   16:25
ვრცლად
კონსტიტუციის პროექტის უკან გამოწვევა - ჯანი ბუკიკიო ოპოზიციის შეთავაზებას მიესალმება

ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული პრობლემების და გაუგებრობების აღმოსაფხვრელად ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან კონსტიტუციის პროექტის უკან გამოწვევის საკითხზე იმსჯელეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ ეს იდეა მოიწონა. მათი განცხადებით, ჯანი ბუკიკიო კონსტიტუციის მეორე მოსმენით მიღებული პროექტის უკან გამოწვევაზე თანახმაა.

ოპიზიციურმა პარტიებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მმართველ გუნდთან დიალოგის სუფთა ფურცლიდან დაწყებისთვის მზად არიან. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მმართველ გუნდს და ქვეყნის პირველ პირს უკვე შეხვდა. მან რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ იმედგაცრუებულია, როდესაც ხედავს, რომ დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება რთულდება.

ჯანი ბუკიკიო ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

დღის ამბები