02 მაისი 2024,   16:30
ვრცლად
ჯანი ბუკიკიო იმედგარუებულია, მმართველი გუნდი კი ახალი კონსტიტუციის ლეგიტიმაციის პრობლემას ვერ ხედავს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რამდენჯერმე განაცხადა, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესებით იმედგაცრუებულია. 

ამ განცხადების პარალელურად ჯანი ბუკიკიო პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრებს მართავდა დილის 10:00 საათიდან და ყოველი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო იმედგაცრუებული ხდებოდა იმით, რომ ქვეყანა კონსტიტუციას კონსესუსის გარეშე ცვლის.

პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მმართველი ძალა კონსტიტუციის საკითხზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ კომპრომისებზე უკვე წავიდა.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ დღეს ასევე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ კონსტიტუციას ლეგიტიმაცია არ ექნება, თუ ის ერთი პარტიის მიერ იქნება მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარეს კი მიაჩნია, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციას ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება.

პარალამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პროცესი ჩიხში შევიდა და ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე მმართველ გუნდს ჰგონია.

ჯანი ბუკიკიო საქართველოს ხვალ დატოვებს, თუმცა დაპირისპირებულ მხარეებს მთავარ გზავნილს უტოვებს, რომ ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიონ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები