28 თებერვალი 2025,   10:51
ვრცლად
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - დიცის მოსახლეობა უწყლობას აპროტესტებს 
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. გორის რაიონის სოფელი დიცის მოსახლეობა სოფელში არსებულ ვითარებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელს წყალი არ მიეწოდება, რაც მათ ნაკვეთების მორწყვისას სერიოზულ პრობლემას უქმნის. მათივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისგან პრობლემის მოგვარებაზე დაპირება რამდენჯერმე მიიღეს, თუმცა ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა. 

      აქციის ოთხი მონაწილე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შეხვდნენ და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით შეხვედრაზე მათ პრობლემის მოხგვარებას დაპირდნენ. 

      დიცის მოსახლეობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე რჩება. ისინი მოთხოვნებზე კონკრეტულ პასუხს ელოდებიან. 

      დღის ამბები
      მეტი