10 მაისი 2024,   17:32
ვრცლად
„ევროპულმა საქართველომ“ გამგებლობის კანდიდატად ჩოხატაურში ლია ჩიგოგიძე დაასახელა

ევროპულმა საქართველომ გამგებლობის კანდიდატად ჩოხატაურში ლია ჩიგოგიძე დაასახელა.

გამგებლობის კანდიდატი მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, წარუდგინეს. შეხვედრაზე მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. ჩოხატაურის შემთხვევაში, პენსიის მატება 25 ლარით იგეგმება.

დღის ამბები