საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე ამ დრომდე არ უშვებენ. ის ახლა, თავის მომხრეებთან, უკრაინელ დეპუტატებთან და ევროპარლამენტარებთან ერთად, შეგინის გამშვებ პუნქტთან იმყოფება.
შეფერხებად მიზეზად მესაზღვრეები ადგილზე ტერიტორიის შესაძლო დანაღმვის შესახებ ინფორმაციას ასახელებენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს სრული ტყუილია და უკრაინის ხელისუფლებას ხალხის გასულელება სურს.
„ეს ბიჭები რომლებითაც ჩვენ ძლიან ვამაყობთ, ემსახურებიან სახელმწიფოს, რომელიც უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ესენი. მე ვარ ყოფილი მესაზღვრე. როდესაც ვიდექი სახელმწიფ საზღვარზე საბჭოთა კავშირის დროს, სლოვაკეთსა თუ უნგრეთში, მაშინაც კი იყო სადღეღამისო მეთვალყურეობა კამერებით, ამ ზონის დანაღმვა, მაშინ, როდესაც აქ დგას ამდენი კამერა, ტექნიკურად შეუძლებელია, ჩვენ მათ ალბათ სრულ იდიოტებად მივაჩნივართ, ეს არის სისულელე. მე ამას სინამდვილედ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, მესაზღვრეები, რომლებიც ახლა საზღვარზე იმყოფებიან, პროკურატურის წარმომადგენლებმა ადგილზე დატოვეს და თავად გაიქცნენ.
„თუ პოროშენკოს ჩემი ასე ეშინია, დაიწყოს პროცედურები,"-აცხადებს სააკაშვილი.