04 მაისი 2024,   04:04
ვრცლად
ავსტრალიაში კოალამ მანქანის საბურავში ნახევარი საათი გაატარა

ავსტრალიაში კოალა გადაარჩინეს, რომელმაც თითქმის ნახევარი საათი მანქანის საბურავში გაატარა. ცხოველი ავტომობილში იმ დროს შეძვრა, როდესაც მფლობელმა ის ადელაიდის გარეუბანში სადგომზე გააჩერა.

კოალას აღმოჩენამდე მძღოლმა 16 კილომეტრი გაიარა. მანქანის გაჩერების შემდეგ კი, ტრამვირებული ცხოველის ხმა გაიგო.

სწორედ ამის შემდეგ გამოიძახა მან მაშველები, რომლებიც კოალას საბურავიდან გამოსვლაში დაეხმარნენ. 

დღის ამბები