04 მაისი 2024,   05:10
ვრცლად
საბურთალოზე მაღაზია დააყაჩაღეს

საბურთალოზე, ტაშკენტის 23 ნომერში ყაჩაღობა მოხდა. თავდამსხმელებმა მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სუპერმარკეტის სალაროდან წაღებულია თანხა. მათივე თქმით, თავდამსხმელმა მოლარეს თავში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა. თვითმხილველების განცხადებით, რამდენიმე გასროლის ხმაც გაიგეს. 

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია თავდამსხმელი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

 

 

 

დღის ამბები