03 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში შვილმა დედა დაჭრა და მამა მოკლა

ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში შვილმა მამა მოკლა.  ადგილობრივების თქმით 50 წლის მამაკაცი, რომელსაც ფსიქიური პრობლემები ჰქონდა,  მშობლებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ უნდა გადაეყვანათ. სწორედ ამ დროს 50 წლის მამაკაცმა ჯერ დედა დაჭრა, ხოლო ქალბატონის დასახმარებლად მისულ მამას სანადირო თოფით ესროლა. 80-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მისი მეუღლე, 70-წლამდე ქალბატონი კი ბაღდათის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

დამნაშავე არ გაქცეულა და ის სამართალდამცველებმა უკვე აიყვანეს.

დღის ამბები