04 მაისი 2024,   03:20
ვრცლად
ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილის დაზიანების გამო ჭაში უკვე ორი ადამიანი ჩავარდა

თბილისში ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილი დაზიანდა. მოვაჭრეების ინფორმაციით, ჭაში უკვე ორი ადამიანი ჩავარდა.

ადგილობრივები რეაგირებას მერიისგან ითხოვენ. მათი თქმით, შესაბამის უწყებებს უკვე რამდენიმე დღეა მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.

დედაქალაქის მერიასა და „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ კი აცხადებენ, რომ საკანალიზაციო სისტემა ბაზრის კერძო მესაკუთრემ უნდა მოაწესრიგოს.

დღის ამბები