04 მაისი 2024,   09:07
ვრცლად
"შენების მოძრაობის" კანდიდატს ურჩიეს კანდიდატურა მოეხსნა და პრობლემები აღარ ექნებოდა - დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარ კანდიდატებზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს.  „შენების მოძრაობის“ დამფუძნებლის, დავით უსუფაშვილის, თქმით, პროცესში უშუალოდ პროკურატურაა ჩართული.

საუბარია დმანისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატზე, რომელმაც პარტია დატოვა და „შენების მოძრაობაში“ გადავიდა.

„დმანისში იმ ხალხის შემობრუნების მცდელობა ხელისუფლებაში, რომლებიც სწორედ ამ ადამიანებს 2012 წელს არბევდნენ, აშინებდნენ და ათას უბედურებას აწევდნენ, გადაწყვიტეს დამოუკიდებელ რეჟიმში მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ როგორც კი დარეგისტრირდნენ, დაიწყო მათზე ზეწოლა უშიშროების წარმომადგენლების მხრიდან, პროკურატურის მხრიდან, პროკურატურაში დაბარებები, ძველი, 2-3 წლის წინანდელი საქმეების ვითომ განახლებები, მერე მეგობრული რჩევები, რომ თუ მოხსნიდნენ კანდიდატურებს, მაშინ მათ პრობლემები აღარ ექნებოდათ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"შენების მოძრაობის" კანდიდატები ზეწოლაში მოქმედ დეპუტატ კახა ოქრიაშვილს ადანაშაულებენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ბრალდებებს ამ დრომდე არ პასუხობს.

დღის ამბები