04 მაისი 2024,   02:04
ვრცლად
სატრანსპორტო პოლიტიკა - კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დღეს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. კახი კალაძის განცხადებით, პროგრამის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობის გაზრდა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაა. მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის სატრანსპორტო ნაწილის პრეზენტაცია ფილარმონიის წინ გამართა.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება. სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების არსებითი შემცირება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები