02 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
პუერტო რიკოში მასშტაბური წყალდიდობის საფრთხეა - დამბამ ჩანგრევა დაიწყო

ქარიშხლისგან დაზარალებული პუერტო რიკო ახალი საფრთხის წინაშე დგას. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში დამბამ ჩანგრევა დაიწყო, რაც მიმდებარე დასახლებებს მასშტაბური წყალდიდობით ემუქრება. სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება 70 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ქარიშხალმა "მარიამ" პუერტო რიკოს რამდენიმე დღის წინ გადაუარა და 13 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიის გამო, კუნძული მთლიანად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, დაზიანებული სისტემის აღდგენას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. პუერტო რიკოში ჩასვლის პირობა დადო დონალდ ტრამპმაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები