02 მაისი 2024,   16:53
ვრცლად
ფარული თვალთვალი, უარი ბინადრობის მოწმობის გაცემაზე - საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

„ფონდ ღია საზოგადოებაში“ საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის არსებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ. შეხვედრაზე გამოიყო რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომელსაც ქვეყანაში აწყდებიან, ფარული თვალთვალი, უარი ბინადრობის მოწმობის გაცემაზე და დაბრკოლება ქვეყანაში შემოსვლისას.

საქართველოში აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტების პრობლემები სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა. ანგარიშში აზერბაიჯანის ექვსი მოქალაქის, მათ შორის, აფგან მუხთარლის საქმეც მოხვდა.

დღევანდელ შეხვედრას მისი მეუღლე და აზერბაიჯანელი ადვოკატიც ესწრებოდნენ. ანგარიშის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მაქსიმალურად უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, დროულად გამოიძიოს მათი საქმეები ფარულ მეთვალყურეობასა თუ მუქარაზე.

დღის ამბები