03 მაისი 2024,   11:37
ვრცლად
პარიზი მოდის კვირეულს მასპინძლობს

მილანის შემდეგ, მოდის კვირეულს პარიზი მასპინძლობს. პარიზის Fashion Week Dior-ის მოდის სახლის ჩვენებით გაიხსნა. ბრენდის პირველმა ქალმა დიზაინერმა გასაყიდად გამზადებული სამოსის ხაზი წარადგინა. მარია გრაცია ჩიურის შთაგონების წყარო ფრანგი მოქანდაკე ნიკი დე სენ ფელი გახდა. დიზაინერმა მისი საუკეთესი ნამუშევრების ფოტოებით სამოსიც კი გააფორმა.

პარიზში YvesSaintLaurent-ის მოდის სახლმა შთამბეჭდავი დეფილე მოაწყო. ბრენდის შემოქმედებმა ჩვენება ეიფელის კოშკთან, ღია ცის ქვეშ მოაწყვეს. გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში ტყავის სამოსი, შავი და წითელი ფერები ჭარბობს. კოლექცია 80-იანი წლების დისკოს სტილშია შექმნილი.

YvesSaintLaurent-ის დეფილეს კინოს და შოუ ბიზნესის ვარსკვლავები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ ლენი კრავიტსი და რობინ რაიტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები