03 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მეუფე იაკობის წინააღმდეგ

მეუფე იაკობის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შევა. ბოდბელ ეპისკოპოსს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი უჩივის. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასულიერო პირმა გაკეთებული განცხადებებით მისი პატივი და ღირსება ხელყო.

იურისტის განმარტებით, მეუფე იაკობმა ის აგენტ-პროვოკატორად მოიხსენია, როგორც დეკანოზის, ასევე სანდრო გირგვლიანის საქმესთან მიმართებით.

მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება კი ხვალ იგეგმება, მანამდე დაცვის ქვეშ მქოფს ადვოკატი ციხეში დღეს მოინახულებს.

დღის ამბები