03 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის ადვოკატები დღეს პროცესის გადადებას მოითხოვენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოთარ აბესაძის პროცესია ჩანიშნული, თუმცა დაცვის მხარე დღესაც განხილვის გადადებას მოითხოვს. ადვოკატები დააყენებენ დღევანდელი სხდომის დახურვის შუამდგლომლობასაც. მათი განმარტებით, სასამართლოს წინაშე ჯანმრთელობის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა უნდა გააჟღერონ.
 
პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვების ეტაპზეა.
 
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი წაყენებულ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა თავად ქრთამის აღების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
 
ოთარ აბესაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი თვის წინ დააკავა.
დღის ამბები