01 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ესტუმრა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ესტუმრა. გენერალ-ლეიტენანტის იონას ვიტაუტას ჟუკასის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და ლიტველ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. გაკეთდა ერთბლივი განცხადებებიც.

ლიტვის დელეგაცია იმყოფებოდა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა და გმირთა მოედანზე, სადაც პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლებს.

გენერალ-ლეიტენანტი ესტუმრება გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც.

ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდება.

დღის ამბები