02 მაისი 2024,   12:55
ვრცლად
"ის, რაც ხდება ჩვეულებრივი პროცესია," - კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი განმარტებებს არ გააკეთებს

ეროვნული ბანკი, ლარის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთბას არ აპირებს. როგორც კობა გვენეტაძე განმარტავს, წინასაარჩევნოდ ეროვნულ ბანკს ლარის გამყარებისთვის ინტერვენციები არ განუხორციელებია და ის, რაც დღეს ხდება არის ჩვეულებრივი პროცესი.  

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით, ორჯერ გაუფასურების მიმართულებით და ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ისე საქართველოს ეროვნული ბანკი არ აკეთებს და არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიანი რყევებთან დაკავშირებით. დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი,“-განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ვალუტა კიდევ 4 პუნქტით გაუფასურდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები