03 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
ოკუპანტებმა სოფელი ოკამის ორი მაცხოვრებლები გაიტაცეს 

რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელი ოკამის ორი მაცხოვრებელი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკამის მცხოვრებლები ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარედ შეშის მოსატანად იყვნენ წასული.

დაკავებულები ცხინვალის ციხეში არიან გადაყვანილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკამის მაცხოვრებლების დაკავება ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმედის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა. დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მათ გასათავისუფლებლად. 

 

დღის ამბები