04 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
მკვლელობა თელავში - საქმეზე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ

თელავში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებასთან დაკავშირებით, განმარტებებს არ აკეთებს, უცნობია საქმის კვალიფიკაციაც.

შემთხვევა თბილისის გზატკეცილზე საავტომობილო სახელოსნოში გუშინ მოხდა. 32 წლის როლანდ დაუდაშვილს დაუდგენელმა პირმა ცეცხლნასროლი იარაღიდან მიბჯენით ესროლა და მიიმალა.

დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. მომხდარის სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ ვერც ოჯახის წევრები და ვერც თანამშრომლები.

განყოფილებაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფება ავტოსახელოსნოს მეპატრონე, რომლის განმარტებითაც, თანამშრომელი უკვე გარდაცვლილი ნახა.

თელავის მკვიდრის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

დღის ამბები