03 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დამატებითი მძიმე ტექნკა ე.წ. კობრა შევიდა

"კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმ კორპუსის ეზოში მოახერხა შესვლა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. კადრებში ჩანს, რომ კორპუსის სამი სართული სრულად არის დამწვარი.

"კურიერთან" ადგილობრივები აცხადებენ, რომ ის პირები, ვის დაკავებასაც სამართალდამცავები ცდილობენ, კორპუსში ორ წელზე მეტია ცხოვრობენ. 

ადგილობრივვებმა დაადასტრუბენ, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლა ორმხრივი იყო. 

ადგილზე სპეცოპერაცია ისევ გრძელდება. ტერიტორიაზე შევიდა დამატებითი მძიმე ტექნკა ე.წ. "კობრა". სპეცდანიშნულების რაზმები, სავარაუდოდ შტურმისთვის ემზადებიან. როგორც წესი, ე.წ. კობრას ტიპის ტექნიკა შტურმის შემთხვევაში გამოიყნება. „კობრაზე“ შესაძლებელია სხვადასხვა კალიბრისა და დანიშნულების შეიარაღების დაყენება, რომელიც მოიცავს, როგორც ტყვიამფრქვევებს, ასევე 40 მმ-იან ყუმბარმტყორცნს ან ავტომატური კალიბრის ქვემეხებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები