27 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
შტურმი გრძელდება - გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ინტენსიური სროლის და აფეთქების ხმა ისმის

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ამ წუთებში ინტენსიური სროლის და აფეთქების ხმა ისმის. შეტევა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ბოლო 15 წუთის განმავლობაში შტურმი დაახლოებით სამჯერ განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმის დიდი რაოდენობა, ასევე ჯავშან მანქანები. სპეცოპერაცია კი, თითქმის 20 საათია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული პირების დაკავებას ცდილობენ. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, დაკავებულია ერთი პირი, ამ წუთებში კი, დანარჩენი პირების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. 

სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები