08 იანვარი 2025,   17:15
ვრცლად
"ფაქტჩეკერები იყვნენ პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები და გაანადგურეს უფრო მეტი ნდობა, ვიდრე შექმნეს" - Meta უარს ამბობს ფაქტების შემოწმების პროგრამაზე

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა მასშტაბური ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლებიც კომპანიის ზომიერების პოლიტიკასა და პრაქტიკას შეეხება. ცვლილება პოლიტიკური და სოციალური ლანდშაფტისა და სიტყვის თავისუფლების მოპოვების სურვილს მოჰყვა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Meta სანდო პარტნიორების ფაქტების შემოწმების პროგრამას დაასრულებს და მას საზოგადოებაზე ორიენტირებული სისტემით ჩაანაცვლებს, რომელიც X"s Community Notes-ის მსგავსი იქნება.

ასევე, კომპანია ცვლის პოლიტიკური თემების მოდერაციის სისტემას, რამაც პოლიტიკური შინაარსის ამბების რაოდენობა მომხმარებელთა გვერდებზე შეამცირა.

ცვლილებები გავლენას მოახდენს Facebook-სა და Instagram-ზე, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს.

"ფაქტჩეკერები იყვნენ პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები და გაანადგურეს უფრო მეტი ნდობა, ვიდრე შექმნეს. ის, რაც მეტი ინკლუზიურობისთვის შეიქმნა, გამოიყენებოდა მოსაზრებებისა და განსხვავებული იდეების მატარებელი ადამიანების ჩასახშობად და ეს პროცესი ძალიან შორს წავიდა", - აცხადებს ცუკერბერგი.

დღის ამბები