08 იანვარი 2025,   15:05
ვრცლად
მაკკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა, პოლიტიკური შეფასებების თემაა

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მაკკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, დასავლეთში თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრით ქართველს ხალხს ელაპარაკებიან.

"საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიჩნეულია იმ ადამიანად, რომელთან კომუნიკაციითაც ისინი თვლიან, რომ ქართველ ხალხს ესაუბრებიან. ეს არის ამ ე.წ. სტიპენდიის ერთ-ერთი მიზეზი.

მიხეილ სააკაშვილს აქვს გამორჩეული ღვაწლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში და სხვა პოლიტიკოსებს ჯერ ძალიან ბევრი უკლიათ იქამდე. მიხეილ სააკაშვილმა გამოათრია საქართველოს ჭაობიდან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში მძიმე ღვაწლი გასწია ქვეყნისთვის, შესაბამისად მათ დასავლეთში დიდი დაფასება აქვს.

"სალომე ზურაბიშვილმა გასულ თვეებში ძალიან დიდი როლი ითამაშა, საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად. რომ არა ქართველი ხალხი და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეული ძალისხმევა, მაგალითად კანდიდატის სტატუს საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ მიანიჭებდნენ. ვფიქრობ, რომ მას დღეს საკმაოდ დიდი დაფასება აქვს დასავლეთში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები