27 დეკემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"ის შემოვიდა არალეგალურად, ლეგალური გასაშვები პუნქტების მეშვეობით?" - დიმიტრი შაშკინი ახმედ ჩატაევზე საუბრობს

ექსპერტები შინაგან საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას აფასებენ, რომლის მიხედვითაც სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები არალეგალური გზით შემოვიდნენ. 

“ვიცოდით რომ არალეგალურად არ შესულან, შეკითხვა მდგომარეობს აბსოლუტურად სხვა რამეში, ის შემოვიდა არალეგალურად, ლეგალური გასაშვები პუნქტების მეშვეობით? თუ მთავრობა იმდენად თვლის, რომ საზოგადოება შტერია, რომ გვეუბნება, რომ ცალფეხა და ცალხელა ადამიანი, იძრომიალა სადღაც მთაში და მთით ჩამოვიდა საქართველოში და მერე ძალიან ღიად ცხოვრობდა ქალაქში?“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" პრეზიდენტის დავით სიხარულიძის თქმით, მნიშვნელოვანია სად მოხდა საზღვრის გარღვევა.

“მთავარი კითხვა გახლავთ ის, რომ როგორ მოახერხა ამ ადამიანმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევა და სად მოხდა ამ საზღვრის გადალახვა. აქ ბევრი სხვა კითხვები იქნება, საზღვრის დაუცველობა, საზღვრის არაეფექტურობა, ჩვენი ოპერატიული სამსახურების პრობლემა თუ სხვა,“ - აღნიშნა დავით სიხარულიძემ.

დღის ამბები